Wednesday, February 3, 2021

ვსწავლობთ ონლაინ ურთიერთობებს ჩვენს მოსწავლეებთან

  დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო, ახალი ვერაგი ვირუსის, COVID 19-ის გამო სახლებშია გამოკეტილი, სკოლების მასწავლებლებს ახალი რეალობა დაუდგათ: გაკვეთილები და ლექციები უნდა გაგრძელდეს და ისინი დისტანციურად უნდა ჩატარდეს.

ერთი შეხედვით, დისტანციური გაკვეთილები, მსოფლიო ქსელის, ინტერნეტის, ეპოქაში არ უნდა გამხდარიყო რაიმე განსაკუთრებული – პერსონალური კომპიუტერი თითქმის ყველა სახლში მოიძებნება. თუმცა, რას ნიშნავს „კარგად“ სწავლება ონლაინ? რა უნარ-ჩვევებია ასეთი სწავლებისთვის საჭირო ან აუცილებელი? რამდენად ვართ ჩვენ, მასწავლებლები, მოტივირებულნი ასეთი ტიპის სწავლებისთვის? რამდენად მოხერხებულია დისტანციური გაკვეთილები მოსწავლეებისთვის? 

მიუხედავ იმისა, რoმ უმეტესობამ დავძლიეთ გამოწვევები, მომხრე ვარ კომბინირებული სწავლების ფორმისა. შეხება და მოფერება მინდა ამ საოცარი ბავშვების.

          
         
                                                                                                          




რუბრიკა : საოცარი თაობა მოდის

პროექტი: ხელოვნური წვიმა                                                    

  

კვლევა: ჰაერში ჟანგბადის რაოდენობის განსაზღვრა


    


პრეზენტაციები:

უხილავი სამყარო                                 

  

ქიმიური რეაქცია -სქემები, მოდელები,პროდუქტი
 

    








  








Wednesday, July 19, 2017

მოვემზადოთ კვლევისთვის

სასმელი წყალი
    იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია  - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი. 
წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ.
დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის,  ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.

ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს.  სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა.  საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა.
პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით.

 ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4  წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
 მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”.
 მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
  სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში .
მიღებული  სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი
ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი
საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი




გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:

  •  საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

2. ვამზადებთ "ბუნებრივ  ფილტრს":
პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი  ბოთლი გადაჭერი შუაზე. 
ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით .სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში. 
  ბოთლები ცალ-ცალკე  ჩადგი  ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა:  ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. 
3. ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში :
 ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად.
ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის,  ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება. 
გაითვალისწინე: წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის  შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.

ცხრილი N2  საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი





გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის"  გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
 სუნი?
  გამჭვირვალობა?

  • განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
  • რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
მითითება მასწავლებელს: 
პირველი ეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება: 
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.
მეორე ეტაპი:  შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და  ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.
მესამე ეტაპი: ცდის  ჩატარება
        მეოთხე ეტაპი:


 ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან
.

მეხუთე ეტაპი:       გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია











ახალგაზრდა მეცნიერი სუფთა წყლის ძებნაში:
დეპიკა კურუპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გადაჭრას გლობალური წყლის კრიზისი, მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში ბებია-ბაბუის სახლის გარშემო დაინახა ბავშვები, რომლებიც მეტისმეტად ჭუჭყიან წყალს სვამდნენ. მისი კვლევა ოჯახის სამზარეულოში დაიწყო და საბოლოოდ სამეცნიერო პრიზამდე მივიდა. მოისმინეთ თუ როგორ განავითარა ამ თინეიჯერმა მეცნიერმა წყლის გასაწმენდად ეკონომიური და ეკო-მეგობრული გზა.
https://www.ted.com/talks/deepika_kurup_a_young_scientist_s_quest_for_clean_water?language=ka#t-99455

Monday, October 17, 2016

მე-6 კლასელი "ქიმიკოსები" თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან მე-5კლასელ "კოლეგებს" ჩაატარონ ექსპერიმენტი  








Thursday, June 18, 2015

მე-5 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები.ისინი აფასებდნენ ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.




Friday, April 5, 2013

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები



Science
Research #16: oxygen


საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი:
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

                         საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები
                                                       სტანდარტი
                                                       VII კლასი


მეცნიერული კვლევა-ძიება:
ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.ბუნ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.ბუნ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ქიმიური მოვლენები:
ბუნ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.



Science  (M. Makashvili, R.Qutelia, Ia Gigiberia, M. Bochorishvili)
Research #13: The signs of the Chemical Reaction 


Science Research 



Science  Research 


 კრაზანას და ფუტკრის კბენის დროს როგორ მოვიქცეთ???
                    ცოდნის გამოყენება      ეს საინტერესოა

სხვა სკოლის მიერ ჩატარებული კვლევები
სკოლა "ნაკადული"
ქიმიური რეაქციის ნიშნები
ბუნებრივი ინდიკატორი
ინდიკატორი



დავალება 1
 ნახეთ მოსწავლეების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი
 და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს :
 PS მოსწავლეებმა შეგნებულად დაუშვეს  არა ერთი შეცდომა :)))




 1.რომელ მოვლენას მიაკუთვნება პირველი ექსპერიმენტი? მეორე ექსპერიმენტი?
 პასუხი დაასაბუთე :)
 2. რისი დამტკიცება უნდოდათ მკვლევარებს???
 დავალება 2
ნახე შენი მეგობრის ვიდეო და შეამოწმე შენი თავი :


გისურვებთ წარმატებას!  Good Luck!

Tuesday, October 19, 2010

ინფორმაცია :



ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ ბლოგზე, გთხოვთ შემოხვიდეთ და შეაფასოთ ჩვენი მუშაობა:)


                           დედამიწა ავად გახდა
ბავშვებმა განიხილეს თუ რას ნიშნავს დანაგვიანებული გარემო, როგორ ხდება გარემოს დაბინძურება, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ტყეს, წყალს, სხვა ბუნებრივ რესურსებს, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ დაბინძურებას და სხვა. მონაწილეები ერთიანდებიან ჯგუფებში, ყურადღებით უსმენენ წაკითხულ მასალას, მსჯელობენ, მართავენ დისკუსიებს, აკეთებენ დასკვნებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს. სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად და მშობლების დახმარებით ბავშვებმა დაამზადეს ჩიტი-ჩიორები, რომლებიც გარემოს დაცვის ელჩებად ”დაფრინავენ” მთელს დედამიწაზე და ადამიანებს პლანეტის გაჯანსაღებისკენ, ჩვენი საერთო სახლის - დედამიწის დაცვისკენ ”მოუწოდებენ”.


სოციალური ქსელები ქმნიან ისტორიას



მოვახდინოთ რევოლუცია განათლებაში!
 მახვილ, იუმორით გაჯერებულ, 2006 წლის ლეგენდარული გამოსვლის ერთგვარ გაგრძლებაში, სერ ქენ რობინსონი გვთავაზობს რადიკალურ გადასვლას სტანდარტიზებული სკოლებიდან სწავლების ინდივიდუალურ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ბავშვს განავითაროს საკუთარი ნიჭი და ბუნებრივი მონაცემები.

Sunday, June 6, 2010

შემაჯამებელი სამუშაო

















ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად,მათი კონტექსტისგან განცალკევებით.ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.
თუ კი თითოეული საგანი სპეციფიკურ უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებას უვითარებს მოსწავლეებს,ინტეგრაციის დანიშნულება არის იმ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოკვეთა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს.ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს საგაკვეთილო და კლასგარეშე საქმიანობის ერთიანობასაც.

პრაქტიკული სამუშაო:"ნახშირწყალბადები"
პრაქტიკული სამუშაოს მიზანია: მოსწავლე აღწერს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
ინდიკატორი:მოსწავლე ქმნის სხვადსხვა კლასის ორგანული ნაერთების მოდელებს და მათ საფუზველზე მსჯელობს ამ ნაერთა შორის არსებულ გენეტიკურ კავშირზე.
სამუშაოს სასწავლო მიზანი სტანდარტის შესაბამისია.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსთვის,რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას,კომუნიკაციას,საგამომცემლო და შემოქმედებით საქმიანობას,რათა შეიქმნას საგანმანათლებლო ღირებულბის მქონე პროდუქტი აუდიტორიისათვის, როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ.
შეფასება მოხდება იმაზე დაყრდნობით, თუ
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა საგაკვეთილო მიზანს, 
რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.


დაიწყო  ჯგუფური ნამუშევრების  გამოქვეყნება:
http://funnybunnyanuki.blogspot.com/ 




http://baluuuu777.blogspot.com/
http://shioshioqitiashvili.blogspot.com/
http://mngclips.blogspot.com/
 http://palermo1995.blogspot.com/
http://sopo-samyaro.blogspot.com/
http://shoshoki.blogspot.com/
http://chemistrylovermari.blogspot.com/
                " გემრიელი მოლეკულები"