Tuesday, March 16, 2010

როგორ დავიცვათ გარემო, ცოცხალი ორგანიზმები და ჩვენი ჯანმრთელობა?

ვნახოთ  ფილმი ჯულია რობერტსის მონაწილეობით და დავფიქრდეთ საჭიროა ,თუ არა,დროის დაკარგვა სწორედ ამ ჟანრის ფილმებზე.იქნებ ჯობია ვუყუროთ მხოლოდ   ვირტუალურ ფილმებს 3D სათვალეებით?
 







ყველაზე გახმაურებული სასამართლო ამერიკის    ისტორიაში
დასახელება: ერინ ბროკოვიჩი
ჟანრი: დრამა
წელი: 2001
პროდიუსერი: სტივენ სოდერბერგი

როლებში: ჯულია რობეტსი, დევიდ ბრისბინი, დოუდ დიდავიკი, ალბერტ ფინი, ვალენტე როდრიგესი

მოკლე შინაარსი:ენერგიული, იმპულსური, ემოციური და საოცრად მომხიბვლელი ერინ ბროკოვიჩი გახლავთ უმუშევარი მარტოხელა დედა,რომელიც თავგანწირვით ეძებს სამსახურს. ის იწყებს მუშაობას საადვოკატო კომპანიაში და იძიებს საეჭვო, მაგრამ რეალურ საქმეს , რომელიც დაკავშირებულია Pacific Gas & Electric კომპანიის უძრავ ქონებასთან.გამოძიების მსვლელობისას მან აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიის ქარხნის ნარჩენები,რომელიც სასიკვდილო და ტოქსიკურია აბინძურებს წყალს, რომელსაც მოსახლეობა დასალევად იყენებს.ეს გახლდათ ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში ,რომელის შედეგად კომპანია დაზარალდა მრავალი მილიონი დოლარით.

                                    ერინ ბროკოვიჩის ოფიციალური ვებსაიტი

                           
გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე.ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.ოღონდ ისე არა რა,მხოლოდ პათეტიკური გამოსვლებით.მივბაძოთ ისეთ ადამიანებს როგორიც არის ერინ ბროკოვიჩი. ჩვენს ქვეყანას რა დაამშვენებდა  ეკოლოგიის ასეთი მცველები !!!!!!!!!!!!!!!!!
მეთანხმებით?თუ გადავაჭარბე?2012 წლის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა ,ხომ ყველა(უმრავლესობა) დაგაფრთხოთ?მიზეზები, რომელმაც ეს პროგნოზი შეიძლება გამოიწვიოს ,არ არის საინტერესო? არ არის აუცილებელი ამ მიზეზების ძიება და მათი აღმოფხვრა?

 როგორ დავიცვათ გარემო, ცოცხალი ორგანიზმები და ჩვენი  ჯანმრთელობა? 
ჩვენ ქვეყანაში ბინძურდება წყალი?
მოსწავლეებმა მოიძიეს რამოდენიმე შემთხვევა, გაინტერესებს? გადადი ამ გვერდზე.

Thursday, March 4, 2010

უხილავი ნაწილაკი, რომლის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა

როგორ გაჩნდა ვარსკვლავები?პლანეტები? დედამიწა?რა პროცესებმა განაპირობა ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს ჩამოყალიბება?და ა. შ.ეს კითხვები ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა.
სამყაროსი ყველაფერი სხეულებისაგან შედგება, ხოლო ყველაფერი რისგანაც სხეულები შედგება ნივთიერებაა.
დაკვირვების შედეგად ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნივთიერებები უმცირესი ნაწილაკებისგან-ატომებისგან შედგება.ატომები ბუნებაში უმეტეს შემთხვევაში ცალ- ცალკე ,თავისუფალი სახით კი არ არსებობს, არამედ ერტმანეთს უკავშირდება და მოლეკულებს ქმნის.


ნახე ვიდეო და უპასუხე შეკითხვებს:
რა იყო შენთვის ნაცნობი?
რა იყო შენთვის უცნობი?
რა გინდა კიდევ გაიგო?