დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო, ახალი ვერაგი ვირუსის, COVID 19-ის გამო სახლებშია გამოკეტილი, სკოლების მასწავლებლებს ახალი რეალობა დაუდგათ: გაკვეთილები და ლექციები უნდა გაგრძელდეს და ისინი დისტანციურად უნდა ჩატარდეს.
ერთი შეხედვით, დისტანციური გაკვეთილები, მსოფლიო ქსელის, ინტერნეტის, ეპოქაში არ უნდა გამხდარიყო რაიმე განსაკუთრებული – პერსონალური კომპიუტერი თითქმის ყველა სახლში მოიძებნება. თუმცა, რას ნიშნავს „კარგად“ სწავლება ონლაინ? რა უნარ-ჩვევებია ასეთი სწავლებისთვის საჭირო ან აუცილებელი? რამდენად ვართ ჩვენ, მასწავლებლები, მოტივირებულნი ასეთი ტიპის სწავლებისთვის? რამდენად მოხერხებულია დისტანციური გაკვეთილები მოსწავლეებისთვის?
მიუხედავ იმისა, რoმ უმეტესობამ დავძლიეთ გამოწვევები, მომხრე ვარ კომბინირებული სწავლების ფორმისა. შეხება და მოფერება მინდა ამ საოცარი ბავშვების.
იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი. წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ. დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს. თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის, ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.
ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს. სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა. საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა. პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით. ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”. მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში . მიღებული სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხებოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება
საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე
მღვრიე
სუნი
გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?
2.ვამზადებთ "ბუნებრივ ფილტრს": პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი ბოთლი გადაჭერი შუაზე. ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით.სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში. ბოთლები ცალ-ცალკე ჩადგი ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა: ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. 3.ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში : ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად. ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის, ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება.
გაითვალისწინე:წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.
ცხრილი N2 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება
საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე
მღვრიე
სუნი
გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას: "ბუნებრივი ფილტრის" გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
• სუნი?
• გამჭვირვალობა?
განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
მითითება მასწავლებელს:
პირველიეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება: წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი. მეორე ეტაპი: შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა. მესამე ეტაპი: ცდის ჩატარება
მეოთხე ეტაპი:
ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან
.
მეხუთე ეტაპი: გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია
ახალგაზრდა მეცნიერი სუფთა წყლის ძებნაში: დეპიკა კურუპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გადაჭრას გლობალური წყლის კრიზისი, მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში ბებია-ბაბუის სახლის გარშემო დაინახა ბავშვები, რომლებიც მეტისმეტად ჭუჭყიან წყალს სვამდნენ. მისი კვლევა ოჯახის სამზარეულოში დაიწყო და საბოლოოდ სამეცნიერო პრიზამდე მივიდა. მოისმინეთ თუ როგორ განავითარა ამ თინეიჯერმა მეცნიერმა წყლის გასაწმენდად ეკონომიური და ეკო-მეგობრული გზა. https://www.ted.com/talks/deepika_kurup_a_young_scientist_s_quest_for_clean_water?language=ka#t-99455
Monday, October 17, 2016
მე-6 კლასელი "ქიმიკოსები" თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან მე-5კლასელ "კოლეგებს" ჩაატარონ ექსპერიმენტი
Thursday, June 18, 2015
მე-5 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტების პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები.ისინი აფასებდნენ ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პროექტებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისმიზანი: საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები სტანდარტი VII კლასი
მეცნიერული კვლევა-ძიება: ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.ბუნ.VII.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.ბუნ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.ბუნ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება. ქიმიური მოვლენები: ბუნ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.
Science (M. Makashvili, R.Qutelia, Ia Gigiberia, M. Bochorishvili) Research #13: The signs of the Chemical Reaction
Science Research
ScienceResearch
კრაზანას და ფუტკრის კბენის დროს როგორ მოვიქცეთ???
ცოდნის გამოყენება ეს საინტერესოა
დავალება 1 ნახეთ მოსწავლეების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს : PS მოსწავლეებმა შეგნებულად დაუშვეს არა ერთი შეცდომა :)))
1.რომელ მოვლენას მიაკუთვნება პირველი ექსპერიმენტი? მეორე ექსპერიმენტი?
პასუხი დაასაბუთე :) 2. რისი დამტკიცება უნდოდათ მკვლევარებს??? დავალება 2
ნახე შენი მეგობრის ვიდეო და შეამოწმე შენი თავი :
ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ ბლოგზე, გთხოვთ შემოხვიდეთ და შეაფასოთ ჩვენი მუშაობა:)
დედამიწა ავად გახდა
ბავშვებმა განიხილეს თუ რას ნიშნავს დანაგვიანებული გარემო, როგორ ხდება გარემოს დაბინძურება, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ტყეს, წყალს, სხვა ბუნებრივ რესურსებს, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ დაბინძურებას და სხვა. მონაწილეები ერთიანდებიან ჯგუფებში, ყურადღებით უსმენენ წაკითხულ მასალას, მსჯელობენ, მართავენ დისკუსიებს, აკეთებენ დასკვნებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს. სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად და მშობლების დახმარებით ბავშვებმა დაამზადეს ჩიტი-ჩიორები, რომლებიც გარემოს დაცვის ელჩებად ”დაფრინავენ” მთელს დედამიწაზე და ადამიანებს პლანეტის გაჯანსაღებისკენ, ჩვენი საერთო სახლის - დედამიწის დაცვისკენ ”მოუწოდებენ”.
მოვახდინოთ რევოლუცია განათლებაში!
მახვილ, იუმორით გაჯერებულ, 2006 წლის ლეგენდარული გამოსვლის ერთგვარ გაგრძლებაში, სერ ქენ რობინსონი გვთავაზობს რადიკალურ გადასვლას სტანდარტიზებული სკოლებიდან სწავლების ინდივიდუალურ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ბავშვს განავითაროს საკუთარი ნიჭი და ბუნებრივი მონაცემები.
ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად,მათი კონტექსტისგან განცალკევებით.ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.
თუ კი თითოეული საგანი სპეციფიკურ უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებას უვითარებს მოსწავლეებს,ინტეგრაციის დანიშნულება არის იმ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოკვეთა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს.ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს საგაკვეთილო და კლასგარეშე საქმიანობის ერთიანობასაც.
პრაქტიკული სამუშაო:"ნახშირწყალბადები" პრაქტიკული სამუშაოს მიზანია: მოსწავლე აღწერს ორგანულ ნაერთებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
ინდიკატორი:მოსწავლე ქმნის სხვადსხვა კლასის ორგანული ნაერთების მოდელებს და მათ საფუზველზე მსჯელობს ამ ნაერთა შორის არსებულ გენეტიკურ კავშირზე.
სამუშაოს სასწავლო მიზანი სტანდარტის შესაბამისია.
იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსთვის,რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონულ ფორმატში ბეჭდვას,კომუნიკაციას,საგამომცემლო და შემოქმედებით საქმიანობას,რათა შეიქმნას საგანმანათლებლო ღირებულბის მქონე პროდუქტი აუდიტორიისათვის, როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის გარეთ.
შეფასება მოხდება იმაზე დაყრდნობით, თუ რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა საგაკვეთილო მიზანს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.
15 აპრილს ბლოგების საერთაშორისო კონკურსზე The Best of Blogs (The BOBs) გამოვლინდა საუკეთესო ბლოგები 17 ნომინაციაში.თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდა ორი გამარჯვებული - ერთი ჟიურის ვერსიით, მეორე - მომხმარებელთა ვერსიით. გამარჯვებული ბლოგების სია ჟიურის ვერსიით იხილეთ აქ.
გამარჯვებული ბლოგების სია მომხმარებელთა ვერსიით იხილეთ აქ.
ამ და სხვა კითხვებზე ,თუ გაინტერესებს პასუხი, დაესწარი გია დვალის ლექციას.
გია დვალი 15 წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში მოღვაწეობს. მეცნიერი, რომელიც ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადენელია, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე.
დვალი სტუდენტებს (და არა მარტო მათ) კოსმოლოგია-გრავიტაციაში და, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაში არსებულ იმ პერსპექტივებზე უკითხავს ლექციებს, რომელიც მიზნად ისახავს თეორიული მოსაზრებების შესაბამისობას ჩვენს გარშემო არსებულ მოვლენებთან.
გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.
დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ.
როგორ შეიძლება დამტკიცდეს ეს ყველაფერი?
- ყველა თეორია ცდით უნდა დამტკიცდეს. ამიტომაც აშენდა ჟენევის ახლოს, მიწის ქვეშ 100 მ-ის სიღრმეზე ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი CERN. ამ 30 კმ რადიუსის კოლაიდერში ატომის უმცირეს ნაწილაკებს აჩქარებენ, უზარმაზარ ენერგიას ანიჭებენ, რომ ერთმანეთს დააჯახონ. შედეგად, გამოიყოფა ასევე უზარმაზარი ენერგია. ეს უდიდესი აფეთქება იქნება. მეცნიერები ამ პროცესს დააკვირდებიან და შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც სამყაროს წარმოშობის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, მათ შორის დამატებითი განზომილებების არსებობასაც. მსოფლიოს ფიზიკოსებს დიდი იმედი აქვთ ამ ექსპერიმენტისა.
იცით თუ არა, რომ პირველი აბსტრაქტული სურათი სწორედ ატომის გაყოფადობასთან იყო დაკავშირებული? თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა მსგავსებაა სურათსა და ვიდეოში ნანახ გამოსახულებას შორის, რომელსაც ელემენტარული ნაწილაკები ტოვებენ.თუ გაინტერესებს გადადი ამ გზავნილზე.
ფრაგმენტი გიას ინტერვიუდან- გ.დ.:"მეცნიერების არსებობა ნებისმიერი ქვეყნისთვის თავმოყვარეობას ნიშნავს და არა მარტო ქვეყნისთვის - საზოგადოებისთვისაც. ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თვლის, მეცნიერების განვითარება აუცილებელია...
მეცნიერების სწავლება აუცილებელია მარტო იმისთვის კი არა, რომ მეცნიერი იყო; თავისთავად დისციპლინები, მაგალითად ფიზიკა, ადამიანს აჩვევენ ანალიტიკურ აზროვნებას, მიზან-შედეგობრივი კავშირების დანახვას. ამას გარდა, მოდელირების უნარს უქმნიან, რათა მოვლენებში შეძლოს მნიშვნელოვანის გამოცალკევება. ბოლოს და ბოლოს, ფიზიკა ადამიანს ინტელექტს უვითარებს... სტუდენტებმა მაინცდამაინც იმიტომ კი არ უნდა ისწავლონ ფიზიკა, რომ ფიზიკოსები გამოვიდნენ, არამედ იმისთვის, რომ ინტელექტუალურები იყვნენ. მე, საერთოდ, ვერც წარმომიდგენია ფიზიკის არსწავლება. უცხოეთში ფიზიკის კურსს ვუკითხავ არა მარტო ფიზიკოსებს, არამედ იურისტებს, მედიკოსებს. ბევრისთვის ეს სავალდებულოა სწორედ იმისთვის, რომ აზროვნების უნარი კარგად ჰქონდეთ განვითარებული და ინტელექტუალები იყვნენ. სხვა დისციპლები აზროვნებას ვერ ავითარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს აზროვნების უნარი თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს."
გენიალური ადამიანის არაჩვეულებრივი ლექცია.ფიზიკასთან არანაირი კავშირი , რომ არ ჰქონდეს, ყოველ მოვლენას ისეთი სიტუაციური მოდელირებით ხსნიდა, რომ ყველასთვის გასაგები და საინტერესო იქნებოდა. ასევე ძალიან მომეწონა მისი ახსნა სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით:"...საიდან წარმოიშვა სიცოცხლე?მიახლოებული პასუხიც არ არსებობს, ის ეფუძნება რაღაც თეორიას, რომელიც ჩვენთვის არ არსებობს". ახლახან დამტკიცდა, რომ თურმე სამყაროში მატერიის 95% უხილავია საუკეთესო ტელესკოპისთვისაც კი. ამ დაფარულ უხილავ მატერიას "ბნელი" უწოდეს. არის თუ არა იქ სიცოცხლე? როგორ მოხდა, რომ ჩვენი არსებობისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა(მაგ.გრავიტაცია ოდნავ ნაკლები ან მეტი რომ ყოფილიყო,სამყარო შესაბამისად ან გაიფანტებოდა, ან კოლაფსი დაემართებოდა;ბირთვული ძალები რამოდენიმე პროცენტით სუსტი რომ ყოფილიყო,არ იქნებოდა ქიმიური ელემენტების მრავალფეროვნება,არ იქნებოდა სიცოცხლე) უდიდესი სიზუსტიდ შესრულდა ჩვენ სამყაროში?შემთხვევითობაა ეს ყველაფერი? როგორც ცნობილია, სიცოცხლის საწყისი წყალია და მისი ნიშნები ზოგიერთ პლანეტაზე მართლაც აღმოჩნდა - თუ უზენაესს სურდა, სხვაგანაც შეეძლო, შეექმნა სიცოცხლე. ისე კი, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ დედამიწა განსაკუთრებული ფენომენია და მხოლოდ ის აირჩია უზენაესმა სამყაროს გვირგვინის, ადამიანის შესაქმნელად.
ვნახოთ ფილმი ჯულია რობერტსის მონაწილეობით და დავფიქრდეთ საჭიროა ,თუ არა,დროის დაკარგვა სწორედ ამ ჟანრის ფილმებზე.იქნებ ჯობია ვუყუროთ მხოლოდ ვირტუალურ ფილმებს 3D სათვალეებით?
ყველაზე გახმაურებული სასამართლო ამერიკის ისტორიაში
დასახელება: ერინ ბროკოვიჩი ჟანრი: დრამა წელი: 2001 პროდიუსერი: სტივენ სოდერბერგი
როლებში: ჯულია რობეტსი, დევიდ ბრისბინი, დოუდ დიდავიკი, ალბერტ ფინი, ვალენტე როდრიგესი
მოკლე შინაარსი:ენერგიული, იმპულსური, ემოციური და საოცრად მომხიბვლელი ერინ ბროკოვიჩი გახლავთ უმუშევარი მარტოხელა დედა,რომელიც თავგანწირვით ეძებს სამსახურს. ის იწყებს მუშაობას საადვოკატო კომპანიაში და იძიებს საეჭვო, მაგრამ რეალურ საქმეს , რომელიც დაკავშირებულია Pacific Gas & Electric კომპანიის უძრავ ქონებასთან.გამოძიების მსვლელობისას მან აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიის ქარხნის ნარჩენები,რომელიც სასიკვდილო და ტოქსიკურია აბინძურებს წყალს, რომელსაც მოსახლეობა დასალევად იყენებს.ეს გახლდათ ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში ,რომელის შედეგად კომპანია დაზარალდა მრავალი მილიონი დოლარით.
გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე.ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.ოღონდ ისე არა რა,მხოლოდ პათეტიკური გამოსვლებით.მივბაძოთ ისეთ ადამიანებს როგორიც არის ერინ ბროკოვიჩი. ჩვენს ქვეყანას რა დაამშვენებდა ეკოლოგიის ასეთი მცველები !!!!!!!!!!!!!!!!!
მეთანხმებით?თუ გადავაჭარბე?2012 წლის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა ,ხომ ყველა(უმრავლესობა) დაგაფრთხოთ?მიზეზები, რომელმაც ეს პროგნოზი შეიძლება გამოიწვიოს ,არ არის საინტერესო? არ არის აუცილებელი ამ მიზეზების ძიება და მათი აღმოფხვრა?
როგორ დავიცვათ გარემო, ცოცხალი ორგანიზმები და ჩვენი ჯანმრთელობა?
ჩვენ ქვეყანაში ბინძურდება წყალი?
მოსწავლეებმა მოიძიეს რამოდენიმე შემთხვევა, გაინტერესებს? გადადი ამ გვერდზე.