Thursday, November 12, 2009

რისგან შედგება სამყარო?



            რისგან შედგება სამყარო ?
ეს კითხვა ადამიანს ოდითგანვე აინტერესებდა.
ადამიანის ცოდნის უმაღლესი მიზანია სამყაროს შეცნობა .



            მეცნიერება და ხელოვნება სინამდვილის ასახვის მხოლოდ სხვადასხვა ფორმებია.


 ბუნების სილამაზე სიმარტივესა და კონკრეტულობაშია.
გამოჩენილმა ფანგმა სკულპტორმა როდენმა კითხვას,თუ როგორ ქმნიდა იგი თავის ქმნილიბებს,უპასუხა:"ძლიერ მარტივად,ვიღებ მარმარილოს ლოდს და ვაჭრი რაც ზედმეტია".

ფანტაზია მეცნიერისათვის არანაკლებ საჭიროა,ვიდრე ხელოვანისათვის.იგი მეცნიერს ეხმარება წარმოიდგინოს ჯერ მისთვის უცნობი რამ.
"დოსტოევსკი უფრო მეტს მაძლევს, ვიდრე რომელიმე მოაზროვნე",ამბობდა აინშტაინი.
"მიყვარს რეალიზმი,როდესაც იგი ფანტასტიკურობამდე აღწევს"-წერს დოსტოევსკი-"რა შეიძლება იყოს ჩემთვის უფრო ფანტასტიკური,უფრო მოულოდნელი და დაუჯერებელი, ვიდრე სინამდვილეა".
მეცნიერებამ აღმოაჩინა მატერიის ახალი ფორმები.ქიმიის,ფიზიკის და მათემატიკის მიღწევებმა გაამდიდრა ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ.
 გოეთე-იყო მხატვარი,მოქანდაკე,არქიტექტორი,მსახიობი,რეჟისორი,ალქიმიკოსი (მისი გამოკვლევა განვითარების პრინციპის შესახებ გამოიყენა დარვინმა),გეოგრაფი,მინერალოგი,ასტრონომი,იურისტი,ბიბლიოთეკის დირექტორი,სახელმწიფო მოღვაწე და სხვ. ერთი პერიოდი ფინანსთა მინისტრიც ყოფილა და ყოველივე ეს ხელს არ უშლიდა მას უდიდესი მწერალი ყოფილიყო.ალბათ გახსოვთ, მისი ფაუსტი სწავლულია,რომელიც ცდილობს შეიცნოს "რასაც სამყარო გულის სიღრმეში შეიცავს".
ვინ არ იცნობს ლეონარდო და ვინჩის მრავალმხრივ მოღვაწეობას.მან მეცნიერულად შეისწავლა ადამიანის აგებულება,გამოიყენა იგი თავის შემოქმედებაში და ამით საფუძველი ჩაუყარა ე.წ. პლასტიკურ ანატომიას.მანვე რამდენიმე საუკუნით ადრე მოხაზა თანამედროვე ტორპედო-ნავის კონსტრუქცია.მის მხატვრულ ტილოზეა გადატანილი ალქიმიკოსთა აუსრულებელი ოცნება (უბრალო მეტალის ოქროდ გარდაქმნა) და თან წერს : "ფუჭი და მცდარია ყველა თეორია , რაც ცდით არ დასტურდებაო."


ხელოვნებათმცოდნეები აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლად რუს მხატვარს ვ.კანდინსკის თვლიან,რომელმაც დახატა პირველი "აბსტრაქტული"სურათი 1910 წელს.იგი თავის მოღვაწეობას ატომის გაყოფადობის აღმოჩენას უკავშირებს. ხელოვნება აბსტრაქტული (უფორმო) უნდა გახდეს იმის გამო, რომ თვით სამყარო გახდა აბსტრაქტული.

                  და კვლავ მარადიული კითხვა-რისგან შედგება სამყარო?
                           სხეული-ნივთიერება-მოლეკულა-ატომი
          ერთი სახის ატომებს ქიმიური ელემენტი ეწოდება.დღეისთვის  ცნობილია110 სხვადასხვა სახის ატომი ანუ 110 ქიმიური ელემენტი.

ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს განმარტებით:"ელემენტი არის ის,რადაც შეიძლება დავშალოთ სვა სხეულები...მაგრამ თავად ელემენტი უფრო მარტივ,ან საკუთარი თავისგან განსხვავებულ ნაწილებად არ იშლება". ერთი ნივთიერების მოლეკულა შეიძლება რამდენიმე ელემენტის ატომებისგან შედგებოდეს.მაგალითად  წყლის მოლეკულის შედგენილობაში შედის ორი ელემენტის ატომი- წყალბადის და  ჟანგბადის.
სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულა შეიძლება ერთსა და იმავე ელემენტის ატომებს შეიცავდეს.მაგალითად წყლის,შაქრის,სოდის მოლეკულა შეიცავს ელემენტ ჟანგბადის ატომს.

ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ნივთიერებას ვიყენებთ. მაგალითად:საპნის,სარეცხი ფხვნილის,კბილის პასტის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.ეს ნივთიერებები შედგება სხვადასხვა ელემენტის ატომებისგან.იგივე შეიძლება ითქვას ჩვენ ტანსაცმელზე,ავეჯზე,საწვავზე,მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებზეც.
მაგალითად ელემენტები , რომლებიც უხვად არის გაჯერებული ჩვენი საკვები,ძირითადად მიწის წიაღში ,ოკეანეებსა და ზღვებში მოიპოვება.
90 ბუნებრივი ელემენტიდან(დანარჩენი ხელოვნურად არის მიღებული), 4-
 C,O,H,N  შედის ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში.
110 გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებულია ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემაში.მათი უმეტესობა ელემენტი მეტალებია და პერიოდული სისტემის მარცხენა მხარეს ლურჯ(ხშირ შემთხვევაში ამ ფერს იყენებენ,ჩემ წიგნში ესეა) უჯრებშია ჩასმული,დარჩენილი ელემენტი კი არამეტალია და სისტემის მარჯვენა მხარეს ნაცრისფერ უჯრებშია მოთავსებული.

მოლეკულებისა და ატომების მცირე ზომის გამო მათზე დაკვირვება რთულია.ისეთ შემთხვევაში , როდესაც მოვლენებსა და სხეულებზე უშყალო დაკვირვება რთულია ან შეუძლებელია,მოდელს იყენებენ.ატომის პირველი მოდელი მე-18 საუკუნეში ინგლისელმა ქიმიკოსმა -ჯონ დალტონმა ხისგან დაამზადა.ხის მოდელი ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში ინახება.სხვათაშორის ის ფერებს ძნელად არჩევდა .თვალის ასეთ დაავადებას შემდგომში მისი გვარის მიხედვით დალტონიზმი ეწოდა.


   მეტალთა ატომები ქმნიან მარტივ ნივთიერებებს-მეტალებს,ხოლო არამეტალთა ატომები კი-არამეტალებს და მათი მოლეკულები ერთატომიანია.
ნივთიერებას,რომლის მოლეკულა ორი ან მეტი ქიმიური ელემენტის ატომებს შეიცავს,რთული ნივთიერება ეწოდება.

დააკვირდი შენი კომპიუტერის მონიტორს,ალბათ მეთანხმები,რომ ის მყარი სხეულია(თუ ფიქრობ სხვაგვარად,მაშინ დაგვისაბუთე შენი განსხვავებული შეხედულება:)).წარმოიდგინე,რომ ეკრანი შეიცავს რამდენიმე სახის უამრავ ატომს.ატომებს შორის მანძილები ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის.
ცოტა ხანი ფიზიკოსებმა ხელი არ  შეგვიშლონ.

  კომპიუტერის ეკრანი ,რომელიც მყარი სხეულია,სინამდვილეში მისი უმეტესი ნაწილი ცარიელ სივრცეს უკავია.ეთანხმები თუ არა ამ მოსაზრებას?თუ კი, დაასაბუთე.თუ არა ,მით უფრო,დაასაბუთე.




13 comments:

NiKusha said...

ramdeni giwvaliat ar dagezarat :DD ? vafaseb tqven shromas

ia gigiberia said...

nika ,chemo kargo, netavi xshirad mqondes imis dro ,rom vakeTebde aseT sasiamovno "shromas".

sopo said...

dzalian sainteresoa:))

EKOLOGIA said...

dzalian momeconaa:) ra sainteresoaa:) zogi ram vicodi mara bevri viswavlee

gvanca said...

dzalian sainteresoa. bevri ram gavige...

chemi blogi said...

es video vicodi:) mkonda nanaxi , magram xelexla rom vuyure upro meti gavige da visyavle.

chemi blogi said...

es video vicodi:) tumca xelaxla rom vuyure upro meti gavige da visyavle.:))

chemi blogi said...

es video vicodi:) tumca xelaxla rom vuyure upro meti gavige da visyavle.:))

elene said...

VaiiMee Ramdenia :X sainTeResoaa = )) me momWons =]** .. bevRii raM gaviGee !

saLLy vashaymadze :) said...

ra sainteresoaa ;X zaliaaN momewonaa ;X magariaa zaan maaSs ;X sg :P :*:*ramdeni ragac gavigee :O :X

FuNnYbUnNy said...

sainteresoa daltonikze nagdad ar vicodi

GUGA said...
This comment has been removed by the author.
GUGA said...

zalian mainteresebs rogor sheiqmna samyaro netavi odesme gavigebt :?:???