Sunday, April 18, 2010
ბლოგების საერთაშორისო კონკურსი
გამარჯვებული ბლოგების სია ჟიურის ვერსიით იხილეთ აქ.
გამარჯვებული ბლოგების სია მომხმარებელთა ვერსიით იხილეთ აქ.
გამარჯვებული ეკო-ბლოგი
ინფორმაცია მოპოვებულია ამ გზავნილიდან.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Thursday, April 1, 2010
რა არის სამყაროს მომავალი?
გია დვალი 15 წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში მოღვაწეობს. მეცნიერი, რომელიც ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადენელია, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს და პერიოდულად ჩამოდის ხოლმე.
დვალი სტუდენტებს (და არა მარტო მათ) კოსმოლოგია-გრავიტაციაში და, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაში არსებულ იმ პერსპექტივებზე უკითხავს ლექციებს, რომელიც მიზნად ისახავს თეორიული მოსაზრებების შესაბამისობას ჩვენს გარშემო არსებულ მოვლენებთან.
გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.
დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
გია დვალი კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. რა არის ბუნების ის კანონები, რომლებიც სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ ნაწილაკებს შორის მოქმედებს? რა კანონები მოქმედებდა ადრეულ სამყაროში დიდი აფეთქების მომენტში, საერთოდ არსებობდა თუ არა იმ დროს დრო და რა იყო მანამდე? რა არის სამყაროს მომავალი, არის თუ არა იგი სამგანზომილებიანი და ა.შ.
როგორ შეიძლება დამტკიცდეს ეს ყველაფერი?
- ყველა თეორია ცდით უნდა დამტკიცდეს. ამიტომაც აშენდა ჟენევის ახლოს, მიწის ქვეშ 100 მ-ის სიღრმეზე ბირთვული კვლევების საერთაშორისო ცენტრი CERN. ამ 30 კმ რადიუსის კოლაიდერში ატომის უმცირეს ნაწილაკებს აჩქარებენ, უზარმაზარ ენერგიას ანიჭებენ, რომ ერთმანეთს დააჯახონ. შედეგად, გამოიყოფა ასევე უზარმაზარი ენერგია. ეს უდიდესი აფეთქება იქნება. მეცნიერები ამ პროცესს დააკვირდებიან და შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომლებიც სამყაროს წარმოშობის ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას, მათ შორის დამატებითი განზომილებების არსებობასაც. მსოფლიოს ფიზიკოსებს დიდი იმედი აქვთ ამ ექსპერიმენტისა.
იცით თუ არა, რომ პირველი აბსტრაქტული სურათი სწორედ ატომის გაყოფადობასთან იყო დაკავშირებული? თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა მსგავსებაა სურათსა და ვიდეოში ნანახ გამოსახულებას შორის, რომელსაც ელემენტარული ნაწილაკები ტოვებენ.თუ გაინტერესებს გადადი ამ გზავნილზე.
ფრაგმენტი გიას ინტერვიუდან-
გ.დ.:"მეცნიერების არსებობა ნებისმიერი ქვეყნისთვის თავმოყვარეობას ნიშნავს და არა მარტო ქვეყნისთვის - საზოგადოებისთვისაც. ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თვლის, მეცნიერების განვითარება აუცილებელია...
მეცნიერების სწავლება აუცილებელია მარტო იმისთვის კი არა, რომ მეცნიერი იყო; თავისთავად დისციპლინები, მაგალითად ფიზიკა, ადამიანს აჩვევენ ანალიტიკურ აზროვნებას, მიზან-შედეგობრივი კავშირების დანახვას. ამას გარდა, მოდელირების უნარს უქმნიან, რათა მოვლენებში შეძლოს მნიშვნელოვანის გამოცალკევება. ბოლოს და ბოლოს, ფიზიკა ადამიანს ინტელექტს უვითარებს...
სტუდენტებმა მაინცდამაინც იმიტომ კი არ უნდა ისწავლონ ფიზიკა, რომ ფიზიკოსები გამოვიდნენ, არამედ იმისთვის, რომ ინტელექტუალურები იყვნენ. მე, საერთოდ, ვერც წარმომიდგენია ფიზიკის არსწავლება. უცხოეთში ფიზიკის კურსს ვუკითხავ არა მარტო ფიზიკოსებს, არამედ იურისტებს, მედიკოსებს. ბევრისთვის ეს სავალდებულოა სწორედ იმისთვის, რომ აზროვნების უნარი კარგად ჰქონდეთ განვითარებული და ინტელექტუალები იყვნენ. სხვა დისციპლები აზროვნებას ვერ ავითარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანს აზროვნების უნარი თანდაყოლილი უნდა ჰქონდეს."
გენიალური ადამიანის არაჩვეულებრივი ლექცია.ფიზიკასთან არანაირი კავშირი , რომ არ ჰქონდეს, ყოველ მოვლენას ისეთი სიტუაციური მოდელირებით ხსნიდა, რომ ყველასთვის გასაგები და საინტერესო იქნებოდა. ასევე ძალიან მომეწონა მისი ახსნა სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით:"...საიდან წარმოიშვა სიცოცხლე?მიახლოებული პასუხიც არ არსებობს, ის ეფუძნება რაღაც თეორიას, რომელიც ჩვენთვის არ არსებობს".
ახლახან დამტკიცდა, რომ თურმე სამყაროში მატერიის 95% უხილავია საუკეთესო ტელესკოპისთვისაც კი. ამ დაფარულ უხილავ მატერიას "ბნელი" უწოდეს. არის თუ არა იქ სიცოცხლე?
როგორ მოხდა, რომ ჩვენი არსებობისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა(მაგ.გრავიტაცია ოდნავ ნაკლები ან მეტი რომ ყოფილიყო,სამყარო შესაბამისად ან გაიფანტებოდა, ან კოლაფსი დაემართებოდა;ბირთვული ძალები რამოდენიმე პროცენტით სუსტი რომ ყოფილიყო,არ იქნებოდა ქიმიური ელემენტების მრავალფეროვნება,არ იქნებოდა სიცოცხლე) უდიდესი სიზუსტიდ შესრულდა ჩვენ სამყაროში?შემთხვევითობაა ეს ყველაფერი?
როგორც ცნობილია, სიცოცხლის საწყისი წყალია და მისი ნიშნები ზოგიერთ პლანეტაზე მართლაც აღმოჩნდა - თუ უზენაესს სურდა, სხვაგანაც შეეძლო, შეექმნა სიცოცხლე.
ისე კი, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ დედამიწა განსაკუთრებული ფენომენია და მხოლოდ ის აირჩია უზენაესმა სამყაროს გვირგვინის, ადამიანის შესაქმნელად.
ნახეთ ეს გზავნილი:სამყაროს ფარული განზომილებები
საინტერესო ფილმია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Tuesday, March 16, 2010
როგორ დავიცვათ გარემო, ცოცხალი ორგანიზმები და ჩვენი ჯანმრთელობა?
ვნახოთ ფილმი ჯულია რობერტსის მონაწილეობით და დავფიქრდეთ საჭიროა ,თუ არა,დროის დაკარგვა სწორედ ამ ჟანრის ფილმებზე.იქნებ ჯობია ვუყუროთ მხოლოდ ვირტუალურ ფილმებს 3D სათვალეებით?ჟანრი: დრამა
წელი: 2001
პროდიუსერი: სტივენ სოდერბერგი
როლებში: ჯულია რობეტსი, დევიდ ბრისბინი, დოუდ დიდავიკი, ალბერტ ფინი, ვალენტე როდრიგესი
მოკლე შინაარსი:ენერგიული, იმპულსური, ემოციური და საოცრად მომხიბვლელი ერინ ბროკოვიჩი გახლავთ უმუშევარი მარტოხელა დედა,რომელიც თავგანწირვით ეძებს სამსახურს. ის იწყებს მუშაობას საადვოკატო კომპანიაში და იძიებს საეჭვო, მაგრამ რეალურ საქმეს , რომელიც დაკავშირებულია Pacific Gas & Electric კომპანიის უძრავ ქონებასთან.გამოძიების მსვლელობისას მან აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიის ქარხნის ნარჩენები,რომელიც სასიკვდილო და ტოქსიკურია აბინძურებს წყალს, რომელსაც მოსახლეობა დასალევად იყენებს.ეს გახლდათ ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი ამერიკის ისტორიაში ,რომელის შედეგად კომპანია დაზარალდა მრავალი მილიონი დოლარით.
ერინ ბროკოვიჩის ოფიციალური ვებსაიტი
გარემოს გაჭუჭყიანება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე.ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება.უამრავი მომწამლავი ნივთიერება , რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების , ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება ,იწვევს მათ დაავადებასა და , ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.თუ გვინდა ,რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ.ოღონდ ისე არა რა,მხოლოდ პათეტიკური გამოსვლებით.მივბაძოთ ისეთ ადამიანებს როგორიც არის ერინ ბროკოვიჩი. ჩვენს ქვეყანას რა დაამშვენებდა ეკოლოგიის ასეთი მცველები !!!!!!!!!!!!!!!!!
მეთანხმებით?თუ გადავაჭარბე?2012 წლის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა ,ხომ ყველა(უმრავლესობა) დაგაფრთხოთ?მიზეზები, რომელმაც ეს პროგნოზი შეიძლება გამოიწვიოს ,არ არის საინტერესო? არ არის აუცილებელი ამ მიზეზების ძიება და მათი აღმოფხვრა?
როგორ დავიცვათ გარემო, ცოცხალი ორგანიზმები და ჩვენი ჯანმრთელობა?
ჩვენ ქვეყანაში ბინძურდება წყალი?
მოსწავლეებმა მოიძიეს რამოდენიმე შემთხვევა, გაინტერესებს? გადადი ამ გვერდზე.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Thursday, March 4, 2010
უხილავი ნაწილაკი, რომლის გარეშე სამყარო ვერ იარსებებდა
სამყაროსი ყველაფერი სხეულებისაგან შედგება, ხოლო ყველაფერი რისგანაც სხეულები შედგება ნივთიერებაა.
დაკვირვების შედეგად ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნივთიერებები უმცირესი ნაწილაკებისგან-ატომებისგან შედგება.ატომები ბუნებაში უმეტეს შემთხვევაში ცალ- ცალკე ,თავისუფალი სახით კი არ არსებობს, არამედ ერტმანეთს უკავშირდება და მოლეკულებს ქმნის.
ნახე ვიდეო და უპასუხე შეკითხვებს:
რა იყო შენთვის ნაცნობი?
რა იყო შენთვის უცნობი?
რა გინდა კიდევ გაიგო?
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Saturday, February 27, 2010
მოემზადეთ წერისთვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მოვრჩი სავარჯიშოების შედგენას:სულ შვიდი საკითხია და ორი ვარიანტი. აქედან სამი შემოსახაზია დანარჩენი კი დასაწერი(ღია და დახურული ტესტი).კიდევ ერთხელ გაიმეორეთ მეორე თავში ტექსტის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები, არ დაგავიწყდეთ დისოციაციის ხარისხზე ამოცანების განმეორება.ვერ დაწერთ საკონტროლოს თუ არ გაქვთ კარგად გამეორებული ნაერთთა კლასები. მაგ.:თუ არ გეცოდინება მჟავების სახელწოდებები და ფორმულები, მათი შესაბამისი მარილების სახელწოდებები და ფორმულები,ჯობია საერთოდ არც დაიწყო სამუშაოს კეთება.
წერაში მოცემული ყველა მაგალითი განხილული გვაქვს კლასში.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Monday, February 15, 2010
თვისებითი რეაქციები
რომელი კათიონები ან ანიონებია აღებულ ხსნარში და რომელი რეაგენტით ხდება მისი გამოვლენა.
1.
2.
3.
4.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/
Wednesday, February 10, 2010
რა ნიჭიერი და გემოვნებიანი თაობა მოდის
თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ ამ შედეგს:ბუნ.911.მოსწავლე ახასიათებს ელექტროლიტური დისოციაციის პროცესს, მაშინ ეს პროექტი სწორად თქვენთვის არის განკუთვნილი.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მივაღწიეთ შედეგს,გამოვყენოთ შედეგის გასაზომი ინდიკატორები-შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
-ატარებს ცდას და იკვლევს ნივთიერებათა წყალხსნარების ელექტროგამტარობას,მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს და აჯგუფებს მათ ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად.
-მოიპოვებს ინფორმაციას ელექტროლიტების გამოყენების შესახებ და აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას.
-ადგენს ელექტროლიტური პროცესის ამსახველ იონურ ტოლობებეს.
-აჯგუფებს ელექტროლიტებს სუსტ და ძლიერ ელექტროლიტებად,ადგენს შესაბამის ცხრილს, ხსნის დაჯგუფების პრინციპს.
მოსწავლეს უნდა გამოეკვლია:
! რატომ ატარებს ელექტრულ დენს მეტალი და რა არის ამის მიზეზი;
!არის, თუ არა მჟავა ელექტროლიტი.ლიმონმჟავას მაგალითზე;
!ექსპერიმენტის მეშვეობით იკვლევს სხვaდასხვა ნაერთების წყალხსნარების ელექტროგამტარობას.
შეიძლება თუ არა ლიმნისგან ელემენტის დამზადება
შემდეგ გადადით ამ გზავნილზე და დაათვალიერეთ მასწავლებლის, მოსწავლეების და სხვადასხვა ჯგუფების მიერ დადებული პოსტები, რომელიც ხელს უწყობს შედეგის სრულყოფილად მიღწევას.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წამყვანი სტატუსის მასწავლებელი.გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი.ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი,სპეციალობა: განათლების მენეჯმენტი. ტრენერი http://tpdc.gov.ge/. განათლების ექსპერტი http://eqe.gov.ge/






