Saturday, November 28, 2009

პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი



პროექტი-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაო, რომელშიც წარმართველია კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
პროექტი, როგორც მეთოდი განათლებაში მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა.ეს მეთოდი საშუალებას იძლეოდა და იძლევა , აქტიური და მიზანმიმართული სწავლისა.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები რეალური პრობლემის გადასაჭრელად შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ.პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაციას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას .ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოს და შეუძლიათ ხანგრძლივად იმუშაონ დასმულ საკითხებზე.
საკითხებს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის(ერთი ან რამდენიმე კვირა) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ  ფართო აუდიტორიას (თანაკლასელებს, პარალელურ კლასელებს, სხვა სკოლის მოსწავლეებს და სხვ.).პროექტები ეხმარება მოზარდს რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა და გამოცდილება დასახული მიზნის მისაღწევად.
პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის,კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად.პროექტი განხორციელებლად ჩაითვლება , თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად , კორექტული ფორმით არის წარმოდგენილი.
პროექტი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში, ან ჯგუფურად;ერთი საგნის ფარგლებში,რამდენიმე საგნის ფარგლებში(საგანთა ინტეგრაცია);

მოსწავლეები ამ ეტაპზე ასრულებენ პროექტებს და ამ  თვის ბოლოს  წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს.პროექტები განთავსებული იქნება მოსწავლეთა ბლოგებზე.

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

1.პრობლემის იდენტიფიცირება;
2.თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოენება;
3.ინფორმაციის მოძიების უნარი;
4.კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;
5.ჯგუფის შემოქმედებითი უნარი;
6.მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციის და ინტერპრეტაციის უნარი;
7.კვლევის შედეგების ანალიზის უნარი;
8.პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება;
9.გადაწყვეტილებების მიღება;
10.წარმოდგენილი ნამუშევრის ორგანიზება;
11.მოსწავლეების მიერ შექმნილი თვალსაჩინოებები.