Sunday, December 27, 2009
მგონი გვეშველა , გამოიგონეს გრიპთან ბრძოლის ეფექტური საშუალება
იაპონელმა მეცნიერებმა
შექმნეს ხანგრძლივი
მოქმედების მქონე
ანტისეპტიკი -
ხიროსიმელმა მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური ქიმიური ნივთიერება, რომელიც ტანსაცმლისა და ავეჯის ზედაპირზე წასმის შემდეგ მოსპობს ყველანაირ ვირუსსა და მიკრობს.
ასეთი სადეზიფექციო ნივთიერების შემადგენლობაში შედის ამონიუმის მარილები, რომლებიც იხსნებიან წყალში ან ეთილის სპირტში. ცდები გვიჩვენებენ, რომ აღნიშნული ახალი ანტისეპტიკი ხასიათდება დასამუშავებელ ზედაპირთან მაღალი შეჭიდულობის ხარისხით და მისი მოქმედების ეფექტური ხანგრძლივობით (6 თვე). ანალოგიური მოქმედების მქონე ანტისეპტიკები კარგავენ აქტიური მოქმედებას გაშრობისთანავე.
აღნიშნული ნივთიერების შემქმნელმა პროფესორმა ჰიროკი ნიკავამ NHK-ტელეკომპანიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთიერება გაყიდვაში 2009 წლის ბოლოსათვის გამოჩნდება და იქნება ახალ გრიპთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება.

Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
zalian saintereso postia , me piradad zalian damainteresa .. mgoni martla gveshvelaa =X albat yvela chventagans dachirdeba es antiseptikebii : ))
mere skolas vegar gaacden tu ar gacivdi. me ar mawyobs, magram sainteresoa
Post a Comment