Wednesday, July 19, 2017

მოვემზადოთ კვლევისთვის

სასმელი წყალი
    იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია  - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი. 
წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ.
დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის,  ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.

ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს.  სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა.  საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა.
პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით.

 ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4  წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
 მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”.
 მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
  სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში .
მიღებული  სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი
ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი
საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი




გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:

  •  საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

2. ვამზადებთ "ბუნებრივ  ფილტრს":
პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი  ბოთლი გადაჭერი შუაზე. 
ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით .სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში. 
  ბოთლები ცალ-ცალკე  ჩადგი  ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა:  ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. 
3. ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში :
 ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად.
ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის,  ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება. 
გაითვალისწინე: წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის  შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.

ცხრილი N2  საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი





გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის"  გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
 სუნი?
  გამჭვირვალობა?

  • განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
  • რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
მითითება მასწავლებელს: 
პირველი ეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება: 
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.
მეორე ეტაპი:  შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და  ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.
მესამე ეტაპი: ცდის  ჩატარება
        მეოთხე ეტაპი:


 ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან
.

მეხუთე ეტაპი:       გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია











ახალგაზრდა მეცნიერი სუფთა წყლის ძებნაში:
დეპიკა კურუპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გადაჭრას გლობალური წყლის კრიზისი, მას შემდეგ, რაც 14 წლის ასაკში ბებია-ბაბუის სახლის გარშემო დაინახა ბავშვები, რომლებიც მეტისმეტად ჭუჭყიან წყალს სვამდნენ. მისი კვლევა ოჯახის სამზარეულოში დაიწყო და საბოლოოდ სამეცნიერო პრიზამდე მივიდა. მოისმინეთ თუ როგორ განავითარა ამ თინეიჯერმა მეცნიერმა წყლის გასაწმენდად ეკონომიური და ეკო-მეგობრული გზა.
https://www.ted.com/talks/deepika_kurup_a_young_scientist_s_quest_for_clean_water?language=ka#t-99455

No comments: