Wednesday, February 3, 2010

მშვიდობა ჩვენი მომავლისთვის!

"გრემის" 52-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2010 წლის 2 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, კომპლექს „Staples Center“–ში გაიმართა.
უეჭველია, რომ გუშინდელი გრემის ცერემონიის მთავარი მომენტი მაიკლისადმი მიძღვნა იყო.

 სცენაზე გამოჩნდა მომღერალი ლაიონელ რიჩი, რომელმაც წარადგინა მაიკლის შვილები, პერისი და პრინცი,, მისი ძმისშვილების თანხლებით.
 ბავშვებმა მიიღეს მათი მამისათვის განკუთვნილი ჯილდო მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
პრინცი: ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა ჩვენი მამის, მაიკლ ჯექსონის საპატივცემულოდ. პირველ რიგში, მე მადლობელი ვარ, რომ უფალი მთელი გასული შვიდი თვე ჩვენთან იყო. მადლობა ბებიას და ბაბუას მათი სიყვარულისათვის და მხარდაჭერისათვის. ჩვენი მამა ყოველთვის ზრუნავდა დედამიწასა და კაცობრიობაზე...მისი გზავნილი უბრალოდ ასეთი იყო: სიყვარული. ჩვენ კვლავ გავავრცელებთ ამ გზავნილს და დავეხმარებით მსოფლიოს. გმადლობთ. გვიყვარხარ, მამა.
დარბაზში მოხდა ვიდეორგოლის Earth song 3D ვერსიის პროეცირება - უამრავი იქ და ეკრანებთან მჯდომი ადამიანი ამ სანახაობას თვალს ადევნებდა 3D სათვალეებით.




სიცოცხლის მანძილზე ჯექსონი 13 "გრემით" დაჯილდოვდა. უკანასკნელი გრემი პოპ-შემსრულებელს 1996 წელს "საუკეთესო ვიდეორგოლისთვის" - კომპოზიციისთვის"HYPERLINK", გადაეცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ მაიკლ ჯექსონს "American Music Awards"-ის ოთხი ჯილდო გადაეცა. "პოპ-მუსიკის მეფე" პოპ-როკის და სოულ/R&B კატეგორიებში "საუკეთესო ალბომისთვის", "წლის არტისტად" და "საუკეთესო შემსრულებლად" დაასახელეს.

8 comments:

elene said...

:o JacKsoNii =X :(:( vaime vechvianoob rato dadet :x :| zaliaan miiyvaaars :(:(

makaqajaia.blogspot.com said...

es umagresi simgeraa magram am klipshi vinc asrulebs aravin ar miyvars :D nu jakson xo tavitavad magaria ise ::*

beqabeqa1994 said...

sainteresoa :))) ise jacksoni cudi momgerali araa:D

saLLy vashaymadze :) said...

jacksoniii miyvaaaaars!!! : X elee martlaa ki araa )) ( kii kii Maas :X )

GUGA said...

sawyali jacsonaa :)

mariko xujadze said...

jaksoni kargad mgeroda es klipiz magaria

ana dedabrishvili said...

jaqsoni saertod dzlieri momgerali da mocekvave iyo... sawyali acxonos gmertma maara ara mgonia ise :D

nuuuka said...

Jacksoni ...eh kai kaci iyo arada ..:)):)) sacodavi